მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ტრენინგები

შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული კურსი მამუკა ფირცხალავასთან ერთად

16 May, 2021

OSHE Georgia გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების პრაქტიკულ კურსს მამუკა ფირცხალავასთან ერთად!

კურსი შედგება ორი ნაწილისგან:

  • კურსის საკითხების ანალიზი - განხორციელდება პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით

  • პრაქტიკა ობიექტზე

კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  1. შრომის უსაფრთხოების საკითხების ანგარიშგება - რეპორტინგი

შრომის უსაფრთხოების სისტემაში არსებული საკითხებისა და შეუსაბამობების დოკუმენტირება და მენეჯმენტისათვის წარდგენა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების მითითებით.

  1. რისკების მართვა

კომპანიაში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის დონის განსაზღვრა და მათი პრევენცია.

  1. შემოწმების ნუსხები - ჩეკლისტი

კომპანიისათვის ინდივიდუალური შემოწმების ნუსხების - ჩეკლისტების მნიშვნელობა, შემუშავების სპეციფიკა და პერიოდულობა.

  1. პროგრესის ანალიზი

კომპანიაში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად შრომის უსაფრთხოების სისტემის პროგრესის/რეგრესის შეფასება და ანალიზი.

კურსს გაუძღვება საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია- OSHE Georgia_ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი მამუკა ფირცხალავა

ხანგრძლივობა და განრიგი:

კურსის სრული ხანგრძლივობაა 6 საათი (3 საათი თეორიული ნაწილი, 3 საათი პრაქტიკა ობიექტზე)

**თარიღი:**31 მაისი

კურსის ღირებულება:

კურსის სრული ღირებულებაა 100 ლარი.

კურსის ერთი ნაწილის ღირებულება (მხოლოდ თეორიული ან მხოლოდ პრაქიკა ობიექტზე) შეადგენს 60 ლარს

კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს

ყველა ტრენინგი