გარემოსდაცვითი მმართველის მომზადების კურსი
OSHE Georgia იწყებს გარემოსდაცვითი მმართველის მომზადების კურსს!
გახდი გარემოსდაცვითი მმართველი, ისწავლე შესაბამისი დოკუმენტაციის (ნარჩენების მართვის გეგმის) წარმოება და უზრუნველყავი კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება.
კურსის მიზანი:
საკანონმდებლო მოთხოვნების შესწავლა; გარემოსდაცვითი მმართველის ფუნქციების გაცნობა; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში გარემოსდაცვითი მმართველის ფუნქციების შესასრულებლად
სწავლების შედეგები:კურსდამთავრებული შეძლებს:
- ✓
იმსჯელოს ნარჩენების მართვის კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებზე
- ✓
იმსჯელოს ნარჩენების კლასიფიკაციაზე
- ✓
შეაფასოს ნარჩენები მახასიათებლების მიხედვით
- ✓
დაგეგმოს ნარჩენების მართვა მისი სპეციფიკის გათვალისწინებით
- ✓
შეადგინოს ნარჩენების მართვის გეგმა
- ✓
იმსჯელოს ნარჩენების მართვის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და პროცედურებზე
- ✓
იმსჯელოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ სანქციებსა და ვალდებულებებზე
თემატიკა:
- ✓
ნარჩენების მართვის კოდექსი და კანონქვემდებარე აქტები
- ✓
ნარჩენების კლასიფიკაცია
- ✓
კომპანიის ვალდებულებები ნარჩენების მართვის საკითხებში
- ✓
ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა
- ✓
თვითმონიტორინგი ნარჩენების მართვის საკითხებში
- ✓
ინსპექტირების პროცედურები
- ✓
ნარჩენების მართვის კოდექსის სანქციები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კოდექსი
- ✓
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები
- ✓
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
- ✓
საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ნარჩენების მართვის სფეროში
ფორმატი:
- ✓
კურსი ჩატარდება შერეულ ფორმატში - როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სწავლების ელემენტებით
- ✓
კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა "zoom"-ის გამოყენებით
ხანგრძლივობა:
12 დღე
ღირებულება:
470 ლარი
კურსს გაუძღვება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისმოადგილე - ნელი კორკოტაძე
რეგისტრაციის მსურველები ეწვიეთ ბმულს. (რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 მაისი)
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
599180020
← ყველა ტრენინგი