შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული კურსი მამუკა ფირცხალავასთან ერთად
OSHE Georgia გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების პრაქტიკულ კურსს მამუკა ფირცხალავასთან ერთად!
კურსი შედგება ორი ნაწილისგან:
- ✓
კურსის საკითხების ანალიზი - განხორციელდება პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით
- ✓
პრაქტიკა ობიექტზე
კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- ✓შრომის უსაფრთხოების საკითხების ანგარიშგება - რეპორტინგი
შრომის უსაფრთხოების სისტემაში არსებული საკითხებისა და შეუსაბამობების დოკუმენტირება და მენეჯმენტისათვის წარდგენა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების მითითებით.
- ✓რისკების მართვა
კომპანიაში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის დონის განსაზღვრა და მათი პრევენცია.
- ✓შემოწმების ნუსხები - ჩეკლისტი
კომპანიისათვის ინდივიდუალური შემოწმების ნუსხების - ჩეკლისტების მნიშვნელობა, შემუშავების სპეციფიკა და პერიოდულობა.
- ✓პროგრესის ანალიზი
კომპანიაში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად შრომის უსაფრთხოების სისტემის პროგრესის/რეგრესის შეფასება და ანალიზი.
კურსს გაუძღვება საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია- OSHE Georgia_ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი მამუკა ფირცხალავა
ხანგრძლივობა და განრიგი:
კურსის სრული ხანგრძლივობაა 6 საათი (3 საათი თეორიული ნაწილი, 3 საათი პრაქტიკა ობიექტზე)
პირველი ნაწილის ჩატარების თარიღი: 8 აპრილი
მეორე ნაწილის ჩატარების თარიღი: 10 აპრილი
კურსის ღირებულება:
კურსის სრული ღირებულებაა 100 ლარი.
კურსის ერთი ნაწილის ღირებულება (მხოლოდ თეორიული ან მხოლოდ პრაქიკა ობიექტზე) შეადგენს 60 ლარს
კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს
← ყველა ტრენინგი