ონლაინ საინფორმაციო სემინარი "შიდა აუდიტორის სწავლება და საქმიანობის პერსპექტივები"
გსურთ გახდეთ შიდა აუდიტორი და შეძლოთ კომპანიის მომზადება ISO სტანდარტის მისაღებად?
გთავაზობთ OSHE Georgia-სა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, TUV Rheinland- ის წარმომადგენელი კომპანიის - MNC group-ის ერთობლივ პროექტს: ონლაინ საინფორმაციო სემინარი "შიდა აუდიტორის სწავლება და საქმიანობის პერსპექტივები".
სემინარის განმავლობაში MNC group-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ ISO სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე, შიდა აუდიტორის სწავლებასა და პროცედურებზე.
სემინარი ჩატარდება პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით
სემინარის ხანგრძლივობა: 2 საათი
თარიღი: 14 აპრილი, 17:00
სემინარის შემდგომ დაგეგმილია შიდა აუდიტორის კურსი.
შიდა აუდიტორის კურსი მოიცავს:
- ✓
ISO 45001: 2018 და OHSAS 18001: 2007 სტანდარტების შედარებით ანალიზს
- ✓
ISO 45001: 2018 ახალი სტრუქტურის, ძირითადი პუნქტებისა და მოთხოვნების მიმოხილვას
- ✓
საფრთხეების იდენტიფიკაცია, რისკებისა და შესაძლებლობების შეფასებას. მაგალითებისა და სიტუაციების განხილვას
- ✓
აუდიტის მახასიათებლებს (ISO 19011: 2018). შიდა აუდიტის პრინციპების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების, სამუშაო დოკუმენტების კომპლექსის განხილვას
- ✓
ISO 19011: 2018 სტანდარტის ძირითადი რეკომენდაციების მიმოხილვას. აუდიტორების კომპეტენციის შეფასებას
MNC ჯგუფი არის უკრაინული კომპანია 15 წლიანი გამოცდილებით, TUV Rheinland- ის პირდაპირი პარტნიორი და წარმომადგენელი ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებაში. MNC Group სერვისებს ახორციელებს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში.
სემინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
← ყველა ტრენინგი