შრომის უსაფრთხოების საფუძვლები სტომატოლოგიური კლინიკებისათვის
OSHE Georgia იწყებს ტრენინგ- კურსს "შრომის უსაფრთხოების საფუძვლები სტომატოლოგიური კლინიკებისათვის".
კურსის მიზანი:
საგანგებო მდგომარეობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სექტორების მხარდაჭერა, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე და განაგრძობენ მუშაობას. სწორედ ამიტომ, OSHE Georgia სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელთა ჩართულობით სტომატოლოგიური კლინიკებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს.
თემატიკა:
ტრენინგ-კურსის ფარგლებში სტომატოლოგიური სექტორის წარმომადგენლები ინფორმაციას მიიღებენ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების; შრომის უსაფრთხოების პრინციპებისა და იმ დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რომელთა შესრულება აუცილებელია შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.
ამასთანავე, კურსის მონაწილე კლინიკები მიიღებენ კონსულტაციას შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვასთან დაკავშირებით და შეძლებენ, სპეციალური შეთავაზება მიიღონ შრომის უსაფრთხოების სრულ სერვისზე, რომელიც მოიცავს ვიზიტებს, ინსპექტირებას, საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებას, სავალდებულო ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარებას და სხვა.
პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იქნებიან როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე, სტომატოლოგიური მიმართულების ექსპერტები.
ხანგრძლივობა:
5 დღე, სულ 15 სთ
ფორმატი:
კურსი წარიმართება ონ-ლაინ, პლატფორმა „zoom”-ის მეშვეობით
კურსის ღირებულება:
165 ლარი
საკონტაქტო ნომერი: 593467656; 599180020
რეგისტრაციის მსურველებმა ეწვიეთ ბმულს
← ყველა ტრენინგი