მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ტრენინგები

შრომის უსაფრთხოება სამედიცინო დაწესებულებებში (თბილისი)

15 Jan, 2020

შრომის უსაფრთხოება სამედიცინო დაწესებულებებში - კურსის მიზანია მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები სამედიცინო სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით.

კურსის გავლის შემდგომ, კურსდამთავრებული შეძლებს იმუშაოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად სამედიცინო დაწესებულებებში.

შენიშვნა: აღნიშნული კურსი არ წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას.

ტრენინგის თემატიკა:

  • სამედიცინო სფეროს სპეციფიკა

  • რისკები სამედიცინო სექტორში

  • სამედიცინო ნარჩენების მართვა

  • სტერილიზაციის ზოგადი პრინციპები

  • რენტგენის კაბინეტისათვის წაყენებული მოთხოვნები

  • შრომის უსაფრთხოების პროცედურები სამედიცინო დაწესებულებებში

  • პერსონალის სწავლება

  • საგანგებო და უბედური შემთხვევები სამედიცინო დაწესებულებებში

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დისტანციური სწავლება პრაქტიკული სწავლების ადგილზე ორგანიზებით.

ხანგრძლივობა - 20 საათი .

საფასური - 550 ლარი

*თებერვლის თვეში დარეგისტრირებული პირებისათვის კეთდება სპეციალური ფასდაკლება: 550 ლარის ნაცვლად 450 ლარი

სწავლების დასაწყისი - 7-თებერვალი.

საკონტაქტო ნომრები: 593467656; 599180020

რეგისტრაციისათვის წევიეთ ბმულს

ყველა ტრენინგი