ვაკანსია

OSHE Georgia-ს ტრენინგ ცენტრი აცხადებს ტრენერების ვაკანსიას შემდეგი მოდულებისთვის:
- ✓
შრომითი უფლებები და მისი რეალიზების შესაძლებლობები სამუშაო სივრცეში. დასაქმებულთა წარმომადგენელი
- ✓
საფრთხეების იდენტიფიცირება,რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით
- ✓
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
- ✓
სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
- ✓
ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები
- ✓
სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
- ✓
გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში
- ✓
ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
- ✓
უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში
- ✓
გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. საევაკუაციო გეგმა საგზაო უსაფრთხოება, მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის გადატანა
- ✓
სიმაღლეზე მუშაობა
- ✓
სიმაღლეზე მუშაობა N2- ექსკავაცია და მიწათხრილებში მუშაობა
- ✓
შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან,მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
- ✓
შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
- ✓
ელექტრო უსაფრთხოება
- ✓
სახანძრო უსაფრთხოება
- ✓
ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
- ✓
საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
- ✓
შრომის ჰიგიენა
- ✓
აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები
- ✓
შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
- ✓
შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
- ✓
შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ✓უმაღლესი განათლება
- ✓სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ( სწავლება გულისხმობს სასწავლო დაწესებულებაში; ტრენინგ-ცენტრში სწავლებას. გამოცდილებაში არ ჩაითვლება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციის შესრულებისას, დამკვეთ ორგანიზაციაში ჩატარებული ტრენინგები და ინსტრუქტაჟები)
- ✓შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (შრომის უსაფრთხოება; მოდულისათვის შესაბამისი სამუშაო სპეციფიკა)
- ✓სასწავლო მასალების შექმნის გამოცდილება
- ✓კომუნიკაციის უნარი
- ✓დროის მართვის უნარი
შერჩევის ეტაპები: დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ ელ.ფოსტაზე უნდა წარმოადგინონ:
- ✓რეზიუმე (რეკომენდატორების (2) მითითებით)
- ✓განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- ✓სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
- ✓სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
გთხოვთ, მეილში მიუთითოთ შერჩეული მიმართულების/მოდულების დასახელება.
ელ.ფოსტა: oshetraining@gmail.com
კანდიდატთა შერჩევა მოხდება დოკუმენტაციის შეფასებისა და გასაუბრების მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაცია:
- ✓პირველადი კონტრაქტის ვადა: 3 თვე
- ✓ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. საწყისი ანაზღაურება ხელზე ასაღები 20ლ. საათში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 593467656
← ყველა სიახლე