პარლამენტმა შრომის ინსპეციის შესახებ კანონი და შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 29 სექტემბერს მე-3 მოსმენით მიიღო "შრომის ინსპექციის შესახებ" კანონი და "შრომის კოდექსი"-ს და "შრომის უსაფრთოების შესახებ" ორგანული კანონის ცვლილებები.
ჯანდაცვის სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამონაცვლეა. მიღებული კანონით განისაზღვრა შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებები, მათ შორის:
- ✓
ნებისიმიერ დროს ორგანიზაციებში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესვლა/ინსპექტირება;
- ✓
შრომითი უფლებების მონიტირინგის განხორციელება.
შრომის კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები, მათ შორის:
- ✓
განისაზღვრა დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები;
- ✓
დარეგულირდა სტაჟირების გავალა. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 6 თვე, ამასთან პირს უფლება აქვს ერთი და იმავე ორგანიზაციაში ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.
- ✓
დამსაქმებელი ვალდებულია ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით და სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში.
- ✓
- ✓
- ✓