შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროექტის I ეტაპი დაიწყო
30 Aug, 2019

30 აგვისტოს OSHE Georgia-მ დაიწყო შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროექტის I ეტაპი.
პროექტის ფარგლებში შერჩეული 50 კომპანიიდან 25 კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის 30-31 აგვისტოს ტარდება უფასო ტრენინგი თამაზე - "შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციები, შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტაცია და შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვის საკითხები".
5-6 სექტემებრს ჩატარდება ტრენინგები დანარჩენი 25 კომპანიის წარმომადგენლებისთვის.
პროექტის შემდეგ ეტაპზე ორგანიზაციებისთვის მოხდება დახმარების გაწევა შრომის უსაფრთხოების სისტების დოკუმენტაციის შემუშავების საქმეში. გარდა ამისა ასოციაციის ექსპერტები 2 თვის მანძილზე ორგანიზაციებს გაუწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.
← ყველა სიახლე