საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსამთავრებულებს სთავაზობს პროგრამაში "ისწავლე და დასაქმდი" ჩართვას, "შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ ორთვიან პროგრამაზე" ჩარიცხვას და სწავლის საფასურის დასაქმებამდე გადავადებას.

 

2019 წლის 19 თებერვალს მიღებული შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება ვრცელდება გარკვეული კატეგორიის კომპანიებზე (სამშენებლო სფერო, წარმოებები და სხვა), ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული რეგუალციები გავრცელდება ყველა კატეგორიის კომპანიაზე. უკვე დღეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებულ სპეციალისტებზე, რომელთა მომზადება ხორციელდება მხოლოდ სპეციალური აკრედიტაციის მქონე "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადების პროგრამის" ფარგლებში.

 

პროგრამაში მონაწილეობისათვის კანდიდატებმა უნდა გაიარონ ტესტირება ზოგად უნარებში და ინგლისურ ენაში (B1), ასევე გასაუბრება.

 

პროგრამაში ჩართულ პირებს „შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული ორთვიანი პროგრამის“ სწავლის საფასურის ნახევარი გადაუვადდებათ შრომის უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე დასაქმებამდე. მსმენელი გადავადებულ სწავლის საფასურს გადაიხდის დასაქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში.

 

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია ახორცილებს შემდეგ აქტივობებს:

  • შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმების ხელშეწყობა
  • ასოციაციის აუთსორსინგულ და კვლევით პროექტებში ჩართვა
  • პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირებაზე გაგზავნა
  • ასოციაციის წერილობითი რეკომენდაციის გაცემა
  • CV-ის, სერტიფიკატის, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის ასოციაციის ბაზაში არსებული კომპანიებში გადაგზავნა
  • დასაქმების საწყის ეტაპებზე კონსულტაციების გაწევა

 

პროგრამაზე რეგისტრაციის ფორმა

 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა არის 2 თვიანი. პროგრამის შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

(+995) 599180020

info@oshe.ge / oshegeorgia@gmail.com

ქ. თბილისი, გორკის ქუჩა 11